Monday, June 17, 2019


              პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი და გვარი:     ირმა ღონღაძე
პირადი ნომერი: 01002030563
საგანი : ბუნებისმეტყველება
სწავლების საფეხური /კლასი :  დაწყებითი  საფეხური მე-2 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა  :29  სსსმ არ მყავს
გაკვეთილის თემა : ჩვენ და გარემო    
გაკვეთილის მიზანი: ხელი შეეწყოს მოსწავლეებში ეკოლოგიური და  ციფრული წიგნიერების განვითარებას.
მოსწავლეებმა შეძლონ:
Ø  არემოს დაბინძურების შედეგად გამოწვეული პრობლემების  იდენტიფიცირება
მოსალოდნელი საფრთხეების გაცნობიერება და დასახელება
Ø  იმსჯელონ პრობლემის გადაჭრის გზებზე. ხელი შეეწყოს მოსწავლეებში გარემოს მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
Ø  ხელი შეეწყოს მოწავლეებში ეკოლოგიური და ციფრული წიგნიერების განვითარებას.
წინარე ცოდნა:წერენ და კითხულობენ დამოუკიდებლად. იციან რომ გარემოს დაბინძურება ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. მავნე ნივთიერებების წყალში ჩაღვრით.იაზრებენ რომ  თვითონ ბუნება არ ქმნის ნაგავს.
აქტუალობა: ბუნებრივი გარემოპირობების  შენარჩუნება და დაცვა.
N
აქტივობის აღწერა


გამოყენებული
მეთოდი/მეთო
დები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურები
დრო
(წუთები)
1

კლასის ორგანიზება.
გაკვეთილის თემის , მიზნების,
მოალოდნელი შედეგებისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა

ვერბალური

მთელი კლასი
ფურცელზე წინასწარ დაწერილი გაკვეთილის მიზნები, შედეგები და შეფასების რუბრიკა
2წთ
2
წინარე ცოდნის გააქტიურება მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფურცელზე დაწერილ კითხვას: რას ნიშნავს გარემოს დაბინძურება?

გონებრივი
იერიში

მთელი კლასი
ფურცელზე დაწერილი კითხვები
5წთ
3
ინტერაქტიული ელ რესურსის ,,ნაგავი ჩვენს ირგვლივ’’ ჩვენება ბუკებში კლასის მართვის პროგრამის ეკრანის გაზიარებით.
მიზანი:  პრობლების იდენტიფიცირება, პრობლემით გამოწვეული საფრთხის გაცნობიერება და დასკვნების გამოტანა, მოსწავლეებმა სლაიდებზე მოცემულ ფოტოებზე დაკვირვების აფუძველზე უნდა არწერონ ლოკალური გარემო, გამოთქვან მოსაზრებები დაბინძურების შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე, უპასუხონ კითხვებს და გააკეთონ დასკვნები. იმსჯელონ იმის შესახებ, თუ რა სახის ზიანის მოტანა შეუძლია დაბინძურებულ გარემოს ადამიანებისათვი?
როგორ  შეიძლება მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან არიდებაა.

ინტერაქტიული პრეზენტაცია
მსჯელობა, კითხვები და პასუხები

მთელი კლასი

ბუკები


7წთ
4
დისკუსია
მიზანი: პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
მსჯელობის უნარის და ეკოლოდიური წიგნიერების კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობა.
სადისკუსიო თემის კითხვებით მივმართავ კლასს.
-როგორ გგონიათ ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო?
- შესაძლებელია თუ არა გარემოს დაცვა დაბინძურებისგან?როგორ?
-პირადად შენ რისი გაკეთება შეგიძლია?
-არის თუ არა გარემოს დაცვა შენი მოვალეობა? გააკეთონ დასკვნა ,რომელსაც ვწერ დაფაზე.
 



დისკუსია




გუნდურად



სადისკუსიო კითხვები



8წთ
5
მოსწავლეებს ვამუშავებ ჯგუფებში.
მიზანი: გარემოს დაბინძურების შედეგად გამოწვეული მოსალოდნელი საფრთხეების გაცნობიერება, დასახელება და მისი თავიდან არიდების გზების ძიება.
დაფაზე იქნება გაკრული დასახლებული პუნქტის ნახატი. დასახლებასი ადამიანებს არ აქვთ ნაგვის ურნები და ნაგავს პირდაპირ ქუჩაში ყრიაან. მოსწავლეებმა უნდა წარმოიდგინონ რომ აღმოჩნდნენ დასახლებაში , სადაც მოუწევთ ცხოვრება ერთი თვის განმავლობაში.რას მოიმოქმედებენ?მოწავლეებმა ნახატზე დაკვირვების საფუძველზე, მისი დათვალიერების შემდეგწებოვან ქაღალდებზე უნდა დააწებონ ის საფრთხეები,რასაც იმ დასახლების მაცხოვრებლები უქმნიან ლოკალურ გარემოს და დააწებო სუფთა გარემოს ნახატს . მასწავლებლის დახმარებით მოალოდნელი საფრთხეები განაწილდება საშიშროების მიხედვით. ამის შემდეგ მოსწავლეთა ჯგუფებმა უნდა უპასუხონ ჯგუფებისთვის ფურცელზე დაბეჭდილ კითხვებს: როგორი გარემო დახვდათ?სად უნდა მოათავსონ საყოცხოვრებო ნარჩენები?როგორ იგრძენით თავი იმ დასახლებაში მოხვედრისას?გა მოთქვან იდეები თუ როგორ შეძლებენ მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილებას.იქვე დაწერონ ერთი წინადადებით. გააკეთონ პრეზენტაცია.

დაკვირვების
საფუზველზე
დასკვნების
გამოტანა.
დალაგება/დახარისხება, კითხვებზე პასუხი,
პრეზენტაცია.

ჯგუფური
დიდ ფურცლებზე დახატული სუფთა და დანაგვიანებული გარემო სურათები. ფურცლებზე გამზადებული კითხვები ჯგუფებისთვის.
10წთ
6
ელ .სავარჯიშო ,,ვასუფთავებთ გარემოს“.
მიზანი: ხელი შეეწყოს მოსწავლეებში
ეკოლოგიური და ციფრულუ წიგნიერების განვითარებას.განუვითარდეთ გარემოზე მზრუნველი დამოკიდებულება.
მოსწავლეებს ბუკებში გადაეგზავნებათ პროგრამა ,,pover point”-ში გამზადებული ციფრული სავარჯიშო რესურსი.
სლაიდზე მოცემულია დანაგვიანებული გარემოს სურათები. მათ უნდა მოძებნონ ის ნივთები რომლებიც გარემოს აბინძურებს და მოათავსონ ნაგვის ურნაში.სლაიდებზე დაბეჭდონ პასუხები კითხვებზე: რა სახის ნაგავი მოაგროვეს?
ჩამოცვენილი ნაყოფი და ფოთოლი ანაგვიანებს თუ არა ბუნებას?
ბოლო სლაიდზე გააკეთონ დასკვნა( ბუნება არ ქმნის ნაგავს. ნაგავი ნარცენების სახით მხოლოდ ადამიანებს რჩებათ)

პრაქტიკული



ინდივიდუალურად
პროგრამა,,pover pointsi”-ში გამზადებული ციფრული სავარჯიშო რესურსი




6წთ

7
შევაფასებ რამოდენიმე მოწავლეს შეფასების რუბრიკი მიხედვით.
საშინაო დავალებად მივცემ: მშობლების გამოკითხვის შედეგად დაადგინონ რა რაოდენობის ნაგავი გროვდება მათ ოჯახში ერთი კვირის განმავლობაში და რას უშვრებიან მოგროვილ ნაგავს?



2წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები : 
მოსწავლეები შეძლებენ გარემოს დაბინძურების შედეგად გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირებას, მოსალოდნელი საფრთხეების გაცნობიერებას და დასახელებას , იმსჯელებენ  პრობლემის გადაჭრის გზებზე.  ჩამოუყალიბდებათგარემოსადმი მზრუნველი დამოკიდებულება. მოხდება ეკოლოგიური და ციფრული  წიგნიერების კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობა.

         ბუნ.II .9
        მოსწავლეს შუძლია გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
        ინდიკატორი:
       აკვირდება ლოკალურ გარემოს, საუბრობს ადამიანის  საქმიანობით გამოწვეულ        
      ცვლილებებზე.
       შეფასება:
       შეფასება მოხდება სიტყვიერი განმავითარებელი კომენტარის სახით,წინასწარ შემუშავებულ კომენტარებზე დაყრდნობით. მოხდება განმავითარებელი შეფასების მიწოდება მოსწავლეებისათვის მთელი გაკვეთილის განმავლობაში.
       









                                          




                                            შეფასების რუბრიკა   
კრიტერიუმები
კარგი
საშუალო
გასაუმჯობესებელი
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა,დასკვნების გამოტანა
კითხვებზე  ყოველთვის აქვს ადეკვატური პასუხები.შეუძლია დასკვნების გამოტანა.
ცდილობს უპასუხოს დასმულ შეკითხვებს, თუმცა პასუხები ზოგჯერ არაადეკვატურია.უჭირს დასკვნების გამოტანა
ჯერჯერობით უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა და დასკვნების გამოტანა
პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება
შეუძლია პრობლემის იდენტიფიცირება, მოსალოდნელი საფრთხეების გაცნობიერება და მისი გადაჭრის გზების ძიება.
ცდილობს დაინახოს პრობლემა. მეტ-ნაკლებად აცნობიერებს და ასახელებს საფრთხეეებს.უჭირს პრობლემის გადაჭრის გზების  ძიება.
ვერ ახერხებს პრობლემის იდენტიფიცირებას, ვერ აცნობიერებს მოსალოდნელ საფრთხეებს.
ისტ-ის გამოყენება
კარგად ფლობს ისტ-ს დამოუკიდებლად შეუძლია ელსავარჯიშოზე მუშაობა
ისტ-თან მუშაობისას ზოგიერთი პროგრამის გამოყენებისას. იცის ტექსტური რედაქტორის გამოყენება
ვერ ასრულებს ისტ-თან დაკავშირებულ ძირითად ოპერაციებს.
მუშაობა ჯგუფში

კარგად თანამშრომლობს ჯგუფში, მათთან ერთად მსჯელობს და სრულყოფილად ასრულებს საკლასო დავალებას
მეტ-ნაკლებად თანამშრომლობს ჯგუფში შეზლებისდაგავარად ცდდილობს საკლასო დავალების შესრულებას

არ მუშაობს ,არ თანამშრომლობს ჯგუფში


ორგანიზებულობა და დისციპლინის / ქცევის წესების დაცვა
ორგანიზებული და მოწესრიგებულია,იცავს და ემორჩილება საკლასო  ქცევის წესებს
ორგანიზებულია თუმცა ხანდახან სჭირდება ქცევის წესების შეხსენება
დაბნეულია და არაორგანიზებულია, ხშირად არღვევს ქცევის  წესებს

No comments:

Post a Comment