Saturday, June 22, 2019

სასწავლო პროექტი ,,გავუფრთხილდეთ დედამიწას".

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ირმა ღონღაძე
რაიონი/ქალაქი
თბილისი
სკოლა
N 191 საჯარო სკოლა
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება:
 გავუფრთხილდეთ დედამიწას
თემის შინაარსი
გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას , ბუნებას, გარე სამყაროს. წინამდებარე საწავლო პროექტში მოსწავლეები ისწავლიან , თუ რატომააა ასე მნიშვნელოვანი გარე სამყაროს დაცვა დაბინძურებისაგან. გაიგებენ , რომ გარემოს დაბინძურება არის ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანი, რომელიც საფრთხეს უქმნის დედამიწას. თემის შესწავლისას პრობლემას  წარმოადგენს ის ფაქტი ,რომ მეორე კლასის მოსწავლეეებს ნაკლებად აქვთ განვითარებული ეკოლოგიური ცნობიერება. ესგ-მა გვავალდებულებს, რომ ხელი შევუწყოთ ეკოლოგიური და ციფრული  წიგნიერების კომპეტენციის განვითარებას, რომელიც მოსწავლეეებში შემოქმედებითი აზრობნების განვითარებასთან ერთად კრიტიკული უნარის განვითაებასაც უწყობს ხელს.პროექტი ფარგლებში მოსწვლეები  განახორციელებენ შემდეგ აქტივობებს: ინფორმაციის მოძიება და წარმოდგენა სლაიდ-შოუს სახით .დედამიწის დღის აღნიშვნა. დისკუსია თემაზე,,აყენებს თუ არა ადამიანი ზიანს  გარემოს’’ ? საუბარი გარემოს დაცცვაზე, თემატური ნახატების გამოფენა საკლასო ოთახში ყვავილების დარგვა სკოლის სკვერში, პლაკატების შქმნა და სკოლის ფოიეში გამოფენა , მოწავლეებში გარემოზე ,მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ხელს უწყობს იმ გლობალური პრობლემების მოგვარებას, რომელიც დედამიწასთანაა დაკავშირებული. მოსწავლემ უნდა დაიცვას სისუფთავე , იზრუნოს გარემოზე.
საგანი
ბუნება, ქართული ენა, ხელოვნება
დონე/კლასი  
დაწყებითი საფეხური II  კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
3 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ბუნ.II.9 .მოსწავლესშეუძლია გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულები გამოხატვა.
. აკვირდება ლოკალურ გარემოს, საუბრობს ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ ცვლილებებზე.
  ქართ.II 2. მოწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი                        მცირეზომის  სხვადასხა სახის ტექსტები და გამოხატოს ღავისი დამოკიდებულება.
ს.გ.II.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.II.7. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუსევრები , გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
  • მოსწავლეეებს ჩამოუყალიბდებათგარემოზე მზრუნველი დამოკიდებულება.
  • შეძლებენ გარემოს დაბინძურების შედეგად გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირებას , მოსალოდნელი საფრთხეების გაცნობიერებასა და დასახელებას .
  • იმსჯელებენ პრობლემის  გადაჭრის გზებზე.
  • შეძლებენ თემატურ ნახატებში საკუთარი შთაბეჭდილების გადმოცემას
  • მოსწავლეები შეძლებენ მონაწილეობას ფგუფურ აქტივობებში და სიტუაციურ თამაშებში. ისწავლიან მოცემული ინფორმაციიის დაკავშირებას პირად გამოცდილებასთან და გამოიტანენ დასკვნებს .  ვიზუალურად ამოი    ცნობებ ნახატი ს შინაარსს, მასწავლებლის დახმარებით შეადგენენ საპრეზენტაციო პროგრამას ( სლაიდშოუს) ინფორმაციიის გადმოსაცემად.
  • შეძლებენ წერა მარტივი ინსტრუქციის შესაბამიად.ისწავლიან კონკრეტული მიზნის მიხედვით პლაკატის ტექსტის შქმნასა და გაფორმებას. შეძლებენ : ინფორმაციის სეგროვებას, ორგანიზმების გარემო ფაქტორებზე დამოკიდებულების აღწერას, კითხვის დასმასა და პასუხების მოძიებას.
  • შეზლებენ ჩამოთვალონ ის ელემენტარული ზომები , რომელთა დაცვაა  საჭირო იმისთვის რომ თავიდან აიცილონ გარემოს დანაგვიანების პრობლემა.
21 -ე საუკუნის უნარების განვითარების ხელშეწყობა:
მოსწავლეებს უვითარდებათ: შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის , საინფორმაციო, მედია , ეკოლოგიური და კულტურული უნარ-ჩვევები.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რას ნიშნავს სიტყვა დაბინძურება?
რისთვის არის საჭირო სუფთა გარემო?
რა ფაქტორები განაპირობებს გარემოს დაბინძურებას?
აყენებს თუ არა ადამიანი ზიანს გარემოს?
რა საფრთხეეები შეიძლება წარმოშვას დაბინძურებულმა გარემომ?

თემატური კითხვები
რატომ არის აუცილებელი სისუფთავის დაცვა დედამიწის ,,ჯანმრთელობისათვის’’.?

რა ზიანის მოტანა შეუძლია დაბინძურებულ გარემოს ადამიანებისათვის.?
როგორ შიძლება მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება?
შინაარსობრივი კითხვები


რა არის ნაგავი?
ვისი მოქმედები შედეგად ბინძურდება გარემო?
სად უნდა მოთავსდეს საყოფაცხოვრებო ნაგავი?
შესაძლებელია თუ არა გარემოს დაცვა დაბინძურებისგან?
როგორ?
შსშე
შეფასების დროის ჩარჩო
(შეფასების სტრატეგიები)
მეთოდი
ინსტრუმენტი
პროექტის დასაწყისში

გონებრივი იერიში
პროექტის გეგმა
ჯგუფის სამოქმედო გეგმა

პროექტის დასრულებამდე
პროექტის გეგმის შესრულების რუბრიკა.
ნახატების გამოფენა
პოსტერი , დედამიწის დღის აღნიშვნა .
გონებრივი იერიშის შეჯამება
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
ჩემი პროექტის პირველი ფზა- გონებრივი იერიში.
მოსწავლეეები აგენერირებენ თემასთან  დაკავშირებულგანმარტებებსა და იდეებს .იგი მაძლევს საშუალებას შევაფასო მოსწავლეთა არსებული ცოდნა.
თვითრეგულირების, თანამშრომლობის და წახალისებისმიზნით მოსწავლეებთან ერთადშევიმუშავებთ პროექტის მარტივ გეგმას და გავანაწილებთ დროში.პროექტის დაგეგმვა ეხმარება მოსწავლეებ ,რომ გაუძღვენ თავიაანთისწავლის პროცესს.ისინი ასახავენმიზნებს, აყალიბებენ სტრატეგიებს მიზნის მისაღწევადდა დროში ანაწილებენ შესასსრულებელ სამუშაოებს. პროექრის მსვლელობის დროს მოსწავლეები გააკეთებენ თვითსეფასებას იმაზე, თუ როგორ მიჰყვებიან  მატ მიერვე გაწერილ სამოქმედო  გეგმას.თვითსეფასება შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს , რომ შეაფასონ მათი პროგრესი, აზროვნება და სწავლა.ინფორმაციის გაგების შემოწმების მიზნით ჩავატარებ .
სრტუქტურირებულ გამოკითხვებს, რაც მოსწავლეებს უბიძგებს , რომ ახსნან და დაასაბუთონ მათი გაგების დონე მოცემულ მომენტისთვის
         პროექტის ბოლო ფაზა  გამოფენა სკოლის დერეფანში, სადაც წარდგენილი იქნება პროექტის საბოლოო პროდუქტტი: ჯგუფების პრეზენტაციები, მოსწავლეთა თემატური ნამუშვრები, პლაკატები,სლოგანები.დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოეწყობა სკოლის ეზოში ასფალტზე თმატური ნახატების დახატვა
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
·        საპრეზენტაციო უნარ- ჩვევები
·        პროგრამა პოვერ პოინტშიმუშაობა
·        ვიდეოების და სურათების გადაღება და შენახვა
·        ინტერნეტში ინფორმაციის ძიება
·        სურათების ჩამოტვირთვა და დესკტობზე შენახვა
სასწავლო პროცედურები
მშობლებს გავუგზავნი ბროშურას პროექტზე ინფორმაციის მისაწოდებლად, სასწავლო მიზნების და სამუშაოს გასაცნობად.
პროექტი კონკრეტულ პრობლემის გადაწრას ეხება: დედამიწა ავადააა და დახმარება სჭირდება.
მოსწავლეები ითავისებენ ამ პრობლემას , აანალიზებენ და უჩნდებათ მისი გადაჭრის შინაგანი სურვილი, გეგმავენ შესასრულებელ სამუშაოებს და გაწერილ დროში წარუდგენენ თანაკლასელებს. პრობლემის გადაჭრის პროცესში ისინი თავად იძენენ ახალ ცოდნას აგროვებენ ინპორმაციას ბუნების დაბინძურების  შესახებ, გამოყოფენ უფრო მეტად მნიშვნელოვანს.ამგვარი მუშაობით მოსწავლეებს უნვითარდებათ თვით რეგულირების უნარი, პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ დაგეგმილ სამუშაოზე დაგაწერილ დროზე. სამუშაოს შესრულებისას მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას და აანალიზებენ.
    გაკვეთილზე განვიხილავთ ზოგად შეკითხავს - რას ნისნავს სიტყვა დაბინძურება? იდეების გენერირების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ დააჯგუფონ მოსაზრებები შინაარსის მიხედვით და ერთი თემის ქვეშ მოაქციონ. დიდ თაბახის ფურცელზე გავაკეთეთ კასტელური რუკა, რომელშიც დავალაგეთ საკითხები თემატური კითხვების შესაბამისად და გავაკარით კედელზე.რათა მოსწავლეებს მთელი პროექტის განმავლობაში შეეძლოთ მისი დამატებით შევსება. გამოიკვეთა ის თემები, რომელზეც უნდა იმუშაონ ჯგუფებმა:
1.      ჰაერის დაბინძურება
2.      წყლის დაბინძურება
3.      ნიადაგის დაბინძურება
შესაბამისად მოსწავლეები განაწილდებიან სამ ჯგუფად. საბაზისო ცოდნის შესამოწმებლად და საჭიროებების გარკვევის მიზნით მოსწავლეებს ბუკის კლასის პროგრამაში ვაწერინებ პრეტესტს, რაც დამეხმარება შემდეგომი აქტივობების სწორად დაგეგმვაში. ამის შემდეგ მოსწავლეებს გავანაწილებ ჯგუფებში, დაჯგუფება მოხდება მათემატიკური დიფერენცირებული ამოცანების მიხედვით, რომელი მოსწავლეებიც ერთნაირ პასუხებს მიიღებენ ერთ ჯგუფში მოხვდებიან. ანუ პასუხი 10 შეიძლება იყოს რთული, საშუალო, ადვილი და ძალიან ადვილი ამოცანის პასუხი, შესაბამისად ჯგუფში მოხვდებიან სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები.
მოსწავლეებს ჩამოვაწერინე ის კითხვები, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებთ ბუნების დაბინძურების თემასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხებზე გავაკეთე პრეზენტაცია და ვაჩვენე ბუკებში. გაიმართა დისკუსია თემაზე: ადამიანი აყენებს თუ არა ზიანს ბუნებას?
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ბუნების დაბინძურების შესახებ. მოაწყეს ლაშქრობა, სადაც ბუკის ვებ კამერის საშვალებით გადაუღეს სურათები დაბინძურებულ გარემოს, გაჩეხილ ხეებს. მიღებული შთაბეჭდილებები დახატეს პროგრამა Paint-ში. ინტეგრირებულ გაკვეთილზე (ბუნება-ხელოვნება) ნახეს სლაიდ შოუ „ნაგავი ჩვენს ირგვლივ“, შთაბეჭდილებები გადაიტანეს სახატავ ფურცელზე, იმსჯელეს ნაგვის მავნე მოქმედებაზე, გამართეს დისკუსია
 თემაზე „რა ვუყოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს?“,
მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა იმის შესახებ თუ რა რაოდენობის ნაგავი გროვდება ოჯახებში 1 კვირის განმავლობაში და რას უშვრებიან დაგროვილ ნაგავს.
შედეგების ანალიზი
მოსწავლეებმა ერთმანეთს გააცნეს კვლევის შედეგები, კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნები და გასცეს რეკომენდაციები. გააფორმეს კედლის გაზეთ-პოსტერები, საკლასო ოთახში გამოფინეს ნამუშევრები, დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია, სკოლის ბაღში დარგეს ყვავილის ნერგები, ბუკის ვებ კამერის საშვალებით გადაიღეს ამ პროცესის ამსახველი სურათები და ვიდეო. შეავსეს Word-ში მასწავლებლის მიერ გამზადებული თვით შეფასების რუბრიკა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ვიდეოკოლაჟის ფონზე გააკეთეს პრეზენტაცია დაწყებითი კლასების მოსწავლეეთათვის.
მოსწავლეებს გეგმის მონიტორინგისთვის ჩავუტარე არასტრუქტურირებული გამოკითხვა. პროექტის დასასრულს დავუბრუნდი ზოგად შეკითხვას, მაინც რას ნიშნავს გარემოს დაბინძურება? ამის შემდეგ მოსწავლეები ვამუშავე ციფრულ სავარჯიშოზე „ნადირობა ნაგავზე. მათ უნდა  მოეძებნათ სლაიდზე მიმოფანტული ნაგავი და განეთავსებინათ ნაგვის ურნაში, შემდეგ უნდა დაეხარისხებინათ რა სახის ნაგავი იყო დაყრილი. მოსწავლეებმა წარმატებით გაართეს თავი აღნიშნულ დავალებას.


   
მაღალი აკადემიური
მოსწრების მოსწავლეები
წავახალისებ მოსწავლეებს, მოიძიონ და გაუზიარონ ინფორმაცია ჯგუფს შემდეგ საკითხებზე: ,,დედამიწის დღე“, ,,დედამიწა ჩვენი სახლია“,, დედამიწა ავადაა“.
წერის განსაკუთრებული უნარ- ჩვევების მქონე მოსწავლეს, მივცემსაშუალებას რედაქტირება გაუკეთოს პლაკატზე განთავსებულ სლოგანს.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
ლაზერული დისკი /ჩიპი
პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
სხვა      
ტექნოლოგიაპროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
მონაცემთა ბაზა/ელ.ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
ტესტირების ელ.პროგ
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ.გამოკითხვა
ვებგვერდის შექმნა
ტექსტური რედაქტორი
ბლოგი
....................
სხვა      
ბეჭდვითი მასალები
·        სახელმძღვანელო ბუნებისმეტყველება მეორე კლასი--
·        საბავშვო ენციკლოპედია
ინვენტარი/მასალები
  დიდი თაბახის ფურცლები , ფლომასტერები, პოსტერები ნიმუშები , ხელთათმანები, სამეურნეო იარაღები, ყვავილების ნერგგები ,თესლები.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
მოსწავლეები, მშობლები და ა.შ

















        სასწავლო პროექტი ,,გავუფრთხილდეთ დედამიწას“
                                          რეფლექსია

პროექტი განხორციელდა 2019 წლის 5 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით.პროექტის
განხორციელებაში მონაწილეობას იღებდა მეორე კლასის ყველა მოსწავლე.
პროექტის თემა:  გავუფრთხილდეთ  დედამიწას.
პროექტში მონაწილეობის შედეგად მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარემოზე მზრუნველი დამოკიდებულება.
·         შეძლებენ გარემოს დაბინძურების შედეგად გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირებას, მოსალოდნელი საფრთხეების გაცნობიერებასა და დასახელებას
·         იმსჯელებენ პრობლემების გადაჭრის გზებზე.
·         შეძლებენ თემატურ ნახატებში საკუთარი შთაბეჭდილების გადმოცემას.
სასწავლო პროექტი კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე ან ინიციატივის განხორციელებაზე მიმართული მრავალმხრივი სამუშაოა. სასწავლო პროექტზე მუშაობა მოსწავლეებში უზრუნველყოფს მრავალმხრივი უნარების განვითარებას.
გადავწყვიტე განმეხორციელებინა პროექტი „გავუფრთხილდეთ დედამიწას“. ჩემი მიზანი იყო, რომ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს გეცნობიერებინათ დანაგვიანების შედეგად  გამოწვეული მოსალოდნელი საფრთხეები და ჩამოყალიბებოდათ გარემოზე მზრუნველი დამოკიდებულება. იცოდნენ, რომ უნდა გაუფრთხილდნენ ჩვენს პლანეტას, ბუნებასა და გარე სამყაროს. ხელი შემეწყო მოსწავლეებში მრავალმხრივი უნარების განვითარებისთვის.
წინამდებარე სასწავლო პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებმა გაიგეს, თუ რატომაა ასე მნიშვნელოვანი გარემოს დაცვა დაბინძურებისგან. მიხვდნენ, რომ გარემოს დაბინძურება არის ერთ-ერთი იმ პრობლემთაგანი, რომელიც საფრთხეს უქმნის დედამიწას. თემის შესწავლისას პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მეორე კლასის მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ განვითარებული ეკოლოგიური ცნობიერება. ესგ- მა გვავალდებულებს, რომ ხელი შევუწყოთ ეკოლოგიური და ციფრული წიგნიერების განვითარებასთან ერთად კრიტიკული უნარის გამოვლენასაც უწყობს ხელს.
    პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს შემდეგი აქტივობები: მოიძიეს და წარადგინეს ინფორმაციაა სლაიდშოუს თანხლებით, აღნიშნეს დედამიწის დღე, დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია, შექმნეს თემატური ნამუშევრები და პლაკატები, გამართეს დისკუსია თემაზე „აყენებს თუ არა ადამიანი ზიანს გარემოს?“ ისაუბრებს გარემოს დაცვაზე, განიხილეს სიტუაციური ამოცანები, მოახდინეს პრობლემის იდენტიფიცირება და იმსჯელეს მისი გადაჭრის გზებზე. თემატურ საკლასო ოთახში მოაწყეს ნახატების გამოფენა. სკოლის ფოიეში გამოფინეს დიდ ფურცლებზე შესრულებული პლაკატები. მოიფიქრეს სლოგანი. მოიძიეს და სკოლის სკვერში დარგეს ყვავილები. დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლის ეზოში ფერადი ცარცებით დახატეს ნახატები თემაზე „დედამიწა ჩემი სახლია“.
   ვფიქრობ რომ მიზანს მივაღწიე აბსოლიტურად ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით წარიმართა, რომელიმე აქტივობის ჩავარდნას ადგილი არ ქონია. ყველაზე წარმატებული იყო დედამიწის დღის აღნიშვნა.
    მოსწავლეებმა გაიგეს, რომ გარემოზე მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ხელს უწყობს იმ გლობალური პრობლემების მოგვარებას, რომელიც დედამიწასთანაა დაკავშირებული. მოსწავლემ უნდა დაიცვას სისუფთავე, იზრუნვოს გარემოზე. მოსწავლეთა მონაწილეობამ პროექთსი უზრუნველყო ისეთი უნარების განვითარების ხელშეწყობა როგორიცაა: შემოქმედებითი, კვლევა ძიების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის განაწილების, პრობლემის იდენტიპიცირებისა და გადაწყვეტილების მიღების.
პროექტის განხორციელებისას მოხდა ერთი აქტივობის დამატება. მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ფერად ფერადი ცარცებით შექმნეს თემატური ნახატები. აღნიშნული აქტივობა მივუძღვენით დეამიწის დღეს. მოსწავლეებმა ძალიან იხალისეს სკოლის ეზოსი და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაზე. სკოლაში გამოცხადნენ ნაგვის ტომრებითა და ხელთათმანებით, გულმოდგინედ მოაგროვეს ნაგავი დაახარისხეს და განათავსეს სკოლის წინ არსებულ ნაგვის ურნაში.
სხვა დროს მსგავსი სახის პროექტზე მუშაობას ადრე დავიწყებ და პროექტის გეგმაში ხე მცენარეთა ნარგავების დარგვასაც შევიტან. კი ვფიქრობდი გეგმის მოდიფიცირებას, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან გამოყვანილი ნერგების გადარგვა უკვე გვიანი იყო და ვეღარ იხარებდა.
განხორციელებული აქტივობები დამეხმარა იმაში რომ მოსწავლეები ჩაწვდნენ პრობლემის არსს, გაიაზრეს და ჩამოაყალიბეს პრობლემის მოგვარების გზები. გააკეთეს პლაკატები: ნაგავი საფრთხეს უქმნის გარემოს“, „დედამიწა ავადაა“, „მას ჩვენი დახმარება სჭირდება“,“დაგროვილი ნარჩენები დაავადების გავრცელების წინა პირობაა“, “იგრძენი პასუხისმგებლობა ყოველი გადაგდებული საგნის მიმართ“, „ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე“, „იზრუნე შენც!“
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს არსებულ ცოდნაზე ახალი ცოდნისა და გამოცდილების დაშენებას, სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულებისა და მრავალმხრივი უნარების ჩამოყალიბებას.
ირმა ღონღაძე
25. 04.2019წელი