Monday, May 10, 2010
დანაგვიანებული გარემო
მთავარი თემა “ბავშვები და დანაგვიანებული გარემო”
მნიშვნელობა /აქტუალობა მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა იმის შესახებ, თუ როგორ მოუარონ გარემოს,დაიცვან იგი დაბინძურებისგან და თავიდან აიცილონ ეკოლოგიური საფრთხე.
მიზნები და შედეგები მოსწავლეებმა შეძლონ ბუნებაში ქცევის წესების შემუშავება და პრაქტიკაში გამოყენება.საყოფაცხოვრებო ნარჩენების სწორად განთავსება და გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა.
შედეგე თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
ბუნ.3.1. იკვლევს ლოკალურ გარემოს და აღწერს ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს.
ბუნ.3.2. განასხვავებენ გარემოსთვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს.
ბუნ.3.3. მონაწილეობს სკოლის გარემოს გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ აქციებში.
შეფასების საგანი და პროცედურები _კრიტიკული აზროვნების განვითარება: საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება, ჯგუფური მუშაობა.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ ადამიანები არასწორი ქცევით ანაგვიანებენ გარემოს, რომ დაბინძურებული გარემო საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.
რა სასწავლო მასალა და ტექნიკური მასალაა საჭირო კომპიუტერი, პროექტორი,ციფრული ფოტო აპარატი, ჰიგიენური ხელთათმანები,ცელოფნის პარკები,ნიჩაბი, ნაძვის ნერგები, თაბახის ფურცელი, პლომასტერები, პლაკატები,საწერი კალმები.
სასწავლო პროექტის მსვლელობა პროექტორის დახმარებით ეკრანზე ვაჩვენებ ინტერნეტით მოძიებულ სურათებს დანაგვიანებულ გარემოზე.
დამზადებულ სურათზე სადაც სკოლის შენობა და ეზო ჩანს, სკოჩით ვაწებებ ნაყინის, კანფეტისა და ცელოფნის პარკის ნაგლეჯებს.
მე ვეუბნები ბავშვებო სკოლის ეზოში რომ ჩახვალთ ასეთი სურათი დაგხვდებათ, მოიფიქრეთ რას იზამთ?
კლასი დაყოფილია ჯგუფებად,თითოეულ მოსწავლეს ვურიგებ ჰიგიენურ ხელთათმანებს,თითო ჯგუფს თითო ცელოფნის პარკს და გამყავს სკოლის ეზოში.
მოსწავლეები იწყებენ სკოლის ტერიტორიის შემოვლას,აგროვებენ ნარჩენებს და ყრიან პარკში,შემდეგ ჯგუფები გაარკვევენ რა “მოინადირეს”.თითო ჯგუფი იწყებს დახარისხებას,აკეთებენ ორ გროვას,ბუნებრივი ნარჩენები და ადამიანი მიერ ნაკეთი ნარჩენები.იმართება მსჯელობა თუ სად “დავაბინავოთ” . მოსწავლეთა უმრავლესობა გამოთქვამს აზრს რომ ეს ნარჩენები წაიღონ სკოლიდან რამოდენიმე კილომეტრის მანზილზე მდებარე გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე და მიწაში ჩამარხონ. კლასი მიემართება ნაგავსაყრელისაკენ. ადგილზე ხდება შერჩევა “ნაგვის სასაფლაოსთვის”ვსვამ კითხვას რა მოსდის მიწაში ჩაფლულ ნარჩენებს?იმართება დისკუსია.გადაარჩევენ ნარჩენებს რომლის დამარხვასასც ისურვებენ,ეს შეიძლება იყოს ცელოფანის პარკი,შუშის ქილა,ქაღალდი,ფოთოლი,პოლიეთილენის ბოთლები,რკინის ლურსმანი და სხვა.მუშაობენ ჯგუფები რომელთაც აქვთ ნიჩბები თხრიან მიწას და მარხავენ ნარჩენებს,თითოეული ჯგუფი იღებს სურათს თუ რა ჩამარხეს,ჯგუფის ლიდერი აკეთებს ჩანაწერს:ა)ჯგუფის წევრების სახელებს.
ბ)რა სახეს მიიგებს ეს საგნები მათი აზრით 6 თვის შემდეგ. ბოლოს მოსწავლეები გამოეხმაურებიან პატრირქის მოწოდებას და ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე რგავენ ნაძვის ნერგებს,იღებენ სურათებს.
6 თვის შემდეგ კვლავ ვსტუმრობთ ჩვენს მიერ შერჩეულ “ნაგვის სასფლაოს”, ამოვთხრით ჩაფლულ საგნებს, თან გვექნება გადაღებული სურათები და ვნახავთ,რომ ზოგიერთი ორგანული საგნები მიწაში კარგად იშლება და ორგანულ სასუქად იქცევა,ხოლო ისეთი ნარჩენი როგორიცაა ცელოფნის პარკები,პოლიეთილენისგან დამზადებული საგნები უცვლელი დარჩა.
მოვინახულებთ ჩვენს მიერ დარგულ ნერგებს,შემოვუბარავთ,წყალს დავასხავთ.
სახელდახელოდ შექმნიან პლაკატს წარწერით რომელიც ადამიანებს გარემოს დანაგვიანების საწინააღმდეგოდ მოუწოდებს.დაბრუნდებიან სკოლის შენობაში და პლაკატი განთავსდება სკოლის შესასვლელში ბავშვებისათვის თვალსაჩინო ადგილას.
მოსწავლეთა ასაკი:პროექტში მონაწილეობს მე-3 კლ.9-10 წელი.
პროექტის ხანგრძლივობა:2-3გაკვეთილი,6 თვის
2 გაკვეთილი.ჯგუფური მუშაობა
Subscribe to:
Posts (Atom)